ENG | GEO
 
photo gallery
 
 
 
 
 

Apv კონსტრუქტორებმა ყველაფერი გააკეთეს ამ მხრივ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად: ავტომობილის ძარის კონსტრუქცია შედგება ჩარჩოს ხისტი კარკასისა დეფორმაციის ზონებისაგან, რომებიც შთანთქავენ დარტყმის ენერგიას. ძარის სიმტკიცე ასევე გაძლიერებულია კარებებში ჩამონტაჟებული დამცავიძელების ხარჯზე.

აღმართზე შეჩერების და დაშვების სიტემა (Hill Hold Descant Control, 3,2 ლ ვერსია) არამარტო აუმჯობესებს აქტიურ უსაფრთხოებას, არამედ ამაღლებს უგზოობის პირობებში ავტომობილის გამავლობასაც. აღმართზე მუხრუჭის პედლის აშვების შემთხვევაში ავტომობილი უკან არ გორდება. ამას გარდა, სისტემის მიერ სამუხრუჭე ძალების თანდათანობით შემცირების წყალობით მძღოლის მიერ გაზის პედალზე ფეხის დაჭერის შემდეგაც შემდგომი ასვლა არ გაურთულდება, რაც საშუალებას გაძლევთ რბილად და თავისუფლად გააგრძელოთ წინსვლა აღმართზე. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მკვეთრ დაღმართზე ავტომობილის მართვა არც თუ ისე ადვილი გამოცდაა და ხშირად მხოლოდ ძრავის სიჩქარის შენელება დაბალ გადაცემაზე არ არის საკმარისი მოძრაობის სიჩქარის შესანელებლად. ავტომობილის დაღმართზე შეკავებს სისტემა მნიშვნელოვნად ამცირეს მოცურების ან გადაბრუნების ალბათობას: იგი ავტომატურად დოზირებულად ამუხრუჭებს თვლებს და ინარჩუნებს სტაბილურ 5 ან 10 კმ/სთ სიჩქარეს ტრანსმისიის მუშაობის რეჟიმის მიხედვით.

გრანდ ვიტარას სტანდარტული კომპლექტაციაში შედის ABS და EBD სისტემები და 2 უსაფრთხოების ბალიში. ყველა ავტომობილი აღჭურვილია აგრეთვე სპეციალური ISO FIX სამაგრებით საბავშვო სავარძლებისთვის და 3 წერტილიანი წინა და უკანა უსაფრთხოების ღვედებით ( წინა საარძლებისთვის- წინასწარ დაჭიმული და შემაკავებელი ძალის შემზღუდავი).


 

 
 
 

 

 
 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი