| |
პროპორციულად დაკუნთული ფორმები ზუსტად გამოხატავს მის ხასიათს. მოკლე ბამპერები და განიერი დიამეტრის თვლები სპორტულ აგრესიულობაზე მიგანიშნებთ, ხოლო ოდნავ გაბერილი ფრთები და თვლების ცენტრებს შორის გაზრდილი განივი მანძილი სტაბილურობის და საიმედოობის განცდას იწვევს. კომფორტზე და სასარგებლო ფართის ოპტიმალურ გამოყენებაზე ორიენტირებული 5 კარიანი მოდელი შემდეგი გაბარიტებისაა: სიგრძე შეადგენს 4500 მმ, სიგანე - 1810 მმ, სიმაღლე- 1695 მმ. ბაზა წინა და უკანა თვლებს შორის- 2640 მმ. 5კარიანი ვერსიისთვის მოხვევის რადიუსი 5.5 მეტრია, 3 კარიანისთვის - 5,1 მეტრი. მოკლე მანძილები თვლების ცენტრებიდან ბამპერის უკიდურეს წერტილამდე ზრდიან ავტომობილის გეომეტრიულ გამავლობას. მყარი მზიდი ძარა ინტეგრირებული ჩარჩოთი კი უზრუნველყოფს შესანიშნავ მართვას და მძლავრ დინამიკას.
3 კარიანი მოდელის სიგრძე 4060 მმ-ა, სეგანე- 1810 მმ, სიმაღლე - 1695 მმ. ბაზა წინა და უკანა თვლებს შირის - 2440 მმ.
5 კარიანი გრანდ ვიტარას საბაზო კომპლექტაციაში შედის 17’’-იანი ალუმინის დისკები, სანისლე ფარები და სახურავის რეილინგები. 3 კარიანი მოდელი 1,6 ლ ძრავით და შედარებით იაფიანი ვერსიითაც გამოდის: 16’’-იანი რკინის დისკებით და სანისლე ფარების გარეშე. გარდა ამისა, სუზუკის დიზაინრებმა სპეციალურად მეგაპოლისებისთვის შექმნეს ალუმინის 18 დუმიანი 7 ქიმიანი სპორტული დისკები, რომელიც 3,2 მოცულობის ძრავიან მოდელზე გვხდება. |