ENG | GEO
 
photo gallery
 
 უსაფრთხოება ნებისმიერი მძღოლისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია
 
 
 

გრანდ ვიტარას კონსტრუქტორებმა ყველაფერი გააკეთეს ამ მხრივ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად: ავტომობილის ძარის კონსტრუქცია შედგება ჩარჩოს ხისტი კარკასისა დეფორმაციის ზონებისაგან, რომებიც შთანთქავენ დარტყმის ენერგიას. ძარის სიმტკიცე ასევე გაძლიერებულია კარებებში ჩამონტაჟებული დამცავიძელების ხარჯზე.

აღმართზე შეჩერების და დაშვების სიტემა (Hill Hold Descant Control, 3,2 ლ ვერსია) არამარტო აუმჯობესებს აქტიურ უსაფრთხოებას, არამედ ამაღლებს უგზოობის პირობებში ავტომობილის გამავლობასაც. აღმართზე მუხრუჭის პედლის აშვების შემთხვევაში ავტომობილი უკან არ გორდება. ამას გარდა, სისტემის მიერ სამუხრუჭე ძალების თანდათანობით შემცირების წყალობით მძღოლის მიერ გაზის პედალზე ფეხის დაჭერის შემდეგაც შემდგომი ასვლა არ გაურთულდება, რაც საშუალებას გაძლევთ რბილად და თავისუფლად გააგრძელოთ წინსვლა აღმართზე. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მკვეთრ დაღმართზე ავტომობილის მართვა არც თუ ისე ადვილი გამოცდაა და ხშირად მხოლოდ ძრავის სიჩქარის შენელება დაბალ გადაცემაზე არ არის საკმარისი მოძრაობის სიჩქარის შესანელებლად. ავტომობილის დაღმართზე შეკავებს სისტემა მნიშვნელოვნად ამცირეს მოცურების ან გადაბრუნების ალბათობას: იგი ავტომატურად დოზირებულად ამუხრუჭებს თვლებს და ინარჩუნებს სტაბილურ 5 ან 10 კმ/სთ სიჩქარეს ტრანსმისიის მუშაობის რეჟიმის მიხედვით.

გრანდ ვიტარას სტანდარტული კომპლექტაციაში შედის ABS და EBD სისტემები და 2 უსაფრთხოების ბალიში. ყველა ავტომობილი აღჭურვილია აგრეთვე სპეციალური ISO FIX სამაგრებით საბავშვო სავარძლებისთვის და 3 წერტილიანი წინა და უკანა უსაფრთხოების ღვედებით ( წინა საარძლებისთვის- წინასწარ დაჭიმული და შემაკავებელი ძალის შემზღუდავი).

 

 
 
საექსპლოატაციო მაჩვენებლები
 
 
 
 
 

როგორც ავღნიშნეთ, გრანდ ვიტარა მესამე მოდელია ამ სერიაში, თუმცა ავტომობილის ბაზური კონცეფცია იგივე დარჩა, რაც 1988 წლის დებიუტის დროს იყო. ეს კონცეფცია ერთი ფრაზით შეგვიძლია ასე გამოვხატოთ : მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ქალაქის ტიპის „ქროსოვერის“ შესაძლებლობები ნამდვილი ყველგანმავალის დონემდე. იმავდროეულად მწარმოებლის მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომელიც სუზუკის, როგორც 4X4-ზე ავტომობილების მწარმოებლის, რეპუტაციას კიდევ უფრო აამაღლებდა.

ეს მიზანი სრულად იქნა მიღწეული: გრანდ ვიტარა 2009 ჭლის მოდელი ერთნაირად კომფორტული და ადვილად სამართავია ნებისმიერ პირობებში როგორც ქალაქში, ასევე უგზოობაში. და არა მარტო ადვილი სამართავი, არამედ, ზოგადად უპრობლემო და ადვილად მოსავლელი ავტომობილია.

გრანდ ვიტარას დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა და მუდმივად წამყვანი 4 თვლის სისტემა უზრუნველყოფს თანაბარ სვლას და გზაზე მყარ დგომას, ხოლო ხიდებს შორის დიფერენციალის ბლოკირება და გამანაწილებელი კოლოფის დამადაბლებელი გადაცემა ავტომობილს საშუალებას აძლევს ნებისმიერი წინაღობა გადალახოს.

ყველა 5 კარიანიმოდელი, ასევე 3 კარიანი მოდელები 2.4ლ ძრავით აღჭურვილია 4 რეჟიმიანი 4X4 ტრანსმისიით ხიდებს შორის ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირებით, რომელიც უზრუნველყოფს გამწევი ძალის გამოყენების ვარიანტების ფართო დიაპაზონს სხვადასხვა ტიპის გზებსა თუ უგზოობაზე სამოძრაოდ. ამ რეჟიმების გადამრთველი ცენტრალურ კონსოლზე მდებარეობს, რაც მაქსიმალურად აადვილებს მის გამოყენებას. გადამრთველის სიტემა ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე სხვადასხვა რეჟიმებზე გადასვლის საშუალებასიძლევა. N და 4L Lock პოზიციებზე გადასართავად საჭიროა სახელურს ჯერ დააწვეთ და შემდეგ გადაიტანოთ სასურველ მდგომარეობაში, რაც გამორიცხავს ამ რეჟიმების არასასურველ შემთხვევით ჩართვას. 3 კარიანი მოდელი 1.6ლ-იანი ძრავით აღჭურვილია გამარტივებული ერთრეჯიმიანი 4X4 ტრანსმისიით არაბლოკირებადი ხიდთაშორისი დიფერენციალით, რომელიც უფრო მსუბუქიცაა და უფრო კომპაქტურიც. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია „გრანდ ვიტარა“-ს შემდეგი ვერსიები: 3 კარიანი 1.6ლ და 2.4ლ მოცულობიის ძრავებით და 5კარიანი 2.4ლ და 3.2ლ მოცულობის ძრავებით.

 

 
 

 

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი