| |
ჯიმნი საოცრად მეგობრული ავტომობილია. საუკეთესო საექსპლოატაციო თვისებები გზასა თუ უგზოობაში მას ერთნაირად ადვილად სამართავს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყები მძღოლებისთვისაც. საითაც არ უნდა აიღოთ გეზი - ჯიმნი მოგყვებათ. საჭის ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი არამარტო მკვეთრი მანევრირებისას გეხმარებათ, არამედ ტრაექტორიის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჯიმნი ისევე რბილად და საიმედოდ ამუხრუჭებს, როგორც საერთოდ მოძრაობს. ოთხივე თვალზე მაღალეფექტური მუხრუჭები გამოიყენება. წინა სამუხრუჭე დისკოები დიდი დიამეტრისაა სითბოს თანაბარი და ეფექტური განაწილებისთვის. რადგან თქვენს მიერ სამუხრუჭე პედალზე გამოყენებულ ძალას 8 დუიმიანი ვაკუუმი აძლიერებს, ამიტომ ჯიმნი ძალზედ ადვილი გასაჩერებელია. უსაფრთხოების მიზნით ავტომობილი აღჭურვილია LSPV სისტემით (წონის სენსორი), რომელიც ხელს უშლის უკანა თვლების დაბლოკვას მკვეთრი დამუხრუჭების დროს და აუმჯობესებს ავტომობილის სამუხრუჭე მახასიათებლებს, როდესაც იგი სრულად არის დატვირთული. კომპაქტური ზომები ასევე ხელს უწყობს ჯიმნის მართვას. ისინი იდეალურია ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში, საცობებისგან თავის დაღწევისას და შეზღუდულ სივრცეში პარკირებისთვის. ტყესა და მთაგორიან რელიეფზე კი ჯიმნის ბადალი არ ჰყავს. ის, რაც სხვა ავტომობილისთვის გადაულახავი წინაღობაა, ჯიმნისთვის მხოლოდ იოლი გასეირნებაა. საოცრად მაღალი გეომეტრიული გამავლობის, მოკლე ბაზისა და 4-ივე წამყვანი თვლის სისტემის წყალობით გაუვალ რელიეფს ისეთი თავდაჯერებულობით გადაივლით, რომ თავად გაგიკვირდებათ, რამდენად სახალისო და საინტერესო შეიძლება იყოს ასეთი ავტომობილის მართვა.
|