| |
კომპაქტურ ზომებთან ერთად ჯიმნი მაქსიმალურ მოხერხებულობას უზრუნველყოფს. მეგობრებთან ერთად მგზავრობთ, თუ რაიმე ბარგი გადაგაქვთ, იგი ყოველთვის პასუხობს თქვენს მოთხოვნილებებს. რაციონალურად განლაგებული სავარძლები ოთხ მოზრდილ ადამიანს თავისუფლად იტევს. თავს ზემოთ სივრცე საკმარისზე მეტია, ასევე საკმარისი სივრცეა მუხლებისთვისაც. სავარძლები სპორტულ სტილშია შესრულებული: დიდი, კომფორტული, დამხმარე გვერდითი ბორტებით ავტომობილის ენერგიული მართვის განწყობას გიქმნით. უკანა სავარძლების საზურგეები ცალ-ცალკე იკეცება სხვადასხვა ფორმის და ზომის საგნების თავისუფლად მოსათავსებლად. თუ დაიღალეთ, დასასვენებლად შეგიძლიათ წამოწვეთ კიდეც, ამისთვის საკმარისია სავარძლები უკან ბოლომდე გადაკეცოთ. ჯიმნიში ნებისმიერი ასაკის ადამიანი თავისუფლად ჩაჯდება და არც გადასვლა გაუჭირდება, იმიტომ, რომ კარებები ფართოდ იღება, ზღურბლები დაბალია, ხოლო წინა მგზავრის სავარძლის წინ ბოლომდე მიწევით უკან საკმაოდ დიდი სივრცე წარმოიქმნება. ინტერიერის დიზაინში გამოყენებული მასალების ხარისხი მის ყველა დეტალში იგრძნობა. სავარძლები მაღალხარისხოვანი ცვეთამედეგი ნაჭრით არის გადაკრული. ჯიბეები და ნიშები კი კომფორტულადაა განთავსებული რუქების, მზის სათვალეებისა თუ სხვადასხვა წვრილმანების მოხერხებულად შესანახად.
|