| |
ჯიმნი დაკომპლექტებულია სუზუკის M13A DOCH ტიპის ძრავით ორი გამანაწილებელი ლილვის ზედა განლაგებით, რომელიც გამოირჩევა სწრაფი რეაგირებით და საწვავის ეკონომიური ხარჯვით. ეს ძრავი, 4X4 ტრანსმისიათან ერთად მაქსიმალურ ეფექტს იძლევა ნებისმირი წინააღმდეგობის გადასალახად, რაც კი შეიძლება გზაზე შეგხვდეთ. მსუბუქი, ალუმინისგან დამზადებული 4 ცილინდრიანი ძრავი წყლის გაგრილებით ადვილად ანვითარებს მაქსიმალური ბრუნების რიცხვს და იძლევა მაღალ მბრუნავ მომენტს. წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორციცაა ელექტრონული მრავალწერტილიანი შეფრქვევა MPI, თანმიმდევრობით მართვადი აალების სისტემა, და გადამუშავებული გაზების რეცირკულაციის ელექტრონულად კონტროლირებადი სარქველი EGR, ჯიმნის ძრავს საუკეთესო საექსპლოატაციო თვისებებს ანიჭებს. ძრავი, როგორც აღვნიშნეთ თითქმის მთლიანად ალუმინისგან არის დამზადებული, რაც არამარტო მის წონას ამცირებს, არამედ საწვავის ეკონომიურობასაც უწყობს ხელს. მთელი ეს სიმძლავრე და მუშაობის სიზუსტე 4 სიჩქარიან ავტომატურ ან 5 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფს სპეციალურად შემუშავებული ჯაჭვით გადაეცემა, რომელიც არა მხოლოდ ხმაურს და ხახუნის ძალას ამცირებს მნიშვნელოვნად, არამედ სიმძლავრის დაკარგვასაც. 4X4 ტრანსმისია აღჭურვილია პნევმატური მუფტით, ამიტომ 2WD და 4WD რეჟიმებს შორის გადართვა შესაძლებელია მოძრაობაში, რაც გზის საფარისა თუ კლიმატური პირობების მყისიერ ცვლილებაზე მომენტალურად რეაგირების საშუალებას იძლევა. 4WD რეჟიმში შეგიძლიათ აირჩიოთ დამადაბლებელი გადაცემა 4WD L, რომელიც ძირითადად ექსტრემალური უგზოობის პირობებში გამოიყენება. ყველაფერი ეს უმარტივესად, ღილაკებზე თითის დაჭერით ხდება.
|