| |
უსაფრთხოება სუზუკის #1 პრიორიტეტია. რა თქმა უნდა სიმშვიდის განცდა საჭესთან უფრო მეტ სტიმულს იძლევა რომ ავტომობილის მართვისგან სიამოვნება მიიღოთ. სუზუკის კომპლექსური მიგდომა მძღოლისა და მგზავრების დაცვის საკითხისადმი მოიცავს აქტიური უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც გვეხმარება უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაში. შესანიშნავი მანევრირება, სიჩქარის სწრაფად მომატების და მყისიერი დამუხრუჭების შესაძლებლობა სახიფათო სიტუაციებში სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. აქტიურ უსაფრთხოებას ზრდის საუკეთესო ხილვადობაც, რომელიც გარემო სიტუაციის აღქმას აადვილებს. უკანა, მესამე კარის მინა აღჭურვილია გამათბობლით და გამრეცხით, რაც უამინდობის დროს გეხმარებათ. სათადარიგო საბურავის სამაგრი ქვემოთ არის დაწეული საბურავმა ხილვადობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ. პასიური უსაფრთხოების ელემენტებიდა ჯიმნისთვის გამოიყენება ფრონტალური უსაფრთხოების ბალიშები და 3 წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები. ძარისა და ჩარჩოს კონსტრუქციის გაანგარიშება კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მოხდა, ფრონტალური დარტყმის ენერგიის შთანთქმისა და მისი გაფანტვის მიზნით. სალონის მთლიანობის შენარჩუნებისთვის გამოიყენება აგრეთვე კარებებში ჩამონტაჟებული დამცავი ძელებიც.
|