ENG | GEO
 
 
 
  ჩვენი სალონი
 
 
 
 
 

ძვირფასო მეგობრებო,

სიტუაცია რაც ამ ბოლო წლებში შეიქმნა საქართველოში, გამოიწვია საქონელზე კონტროლის არ არსებობამ. ხშირად მყიდველის ხელში ხვდება პროდუქცია, რომელიც არ შეეფერება ხარისხითა და წარმოშობით იმ ფასს, რომელსაც მასში იხდის მომხმარებელი..

სამწუხაროდ ეს სიტუაცია შეეხო ახალი ავტომობილების ბაზარსაც.
სუზუკის ცენტრი გაფრთხილებთ, რომ სანამ სხვაგან შეიძენთ სუზუკის ახალ ავტომობილებს კარგად დაფიქრდეთ რათა თქვენს მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ფული ქარს არ გაატანოთ.

მულტიბრენდული ფირმები ყიდულობენ ყველაზე იაფფასიან სპეციფიკაციის ავტომობილებს, სანამ გადმოზიდავენ, ოფშორულ ზონებში შლიან მათ და აწყობენ თავიდან. უყენებენ იაფფასიან ტყავის სიდენიებს, პარკინგკონტროლებს, მზის ლუქებს, ფარებს, პლასტმასის დამცავებს და სხვა. . . ეს ყველაფერი უჯდებათ ძალიან იაფი და ავტომობილებს კი ყიდიან როგორც ქარხნულს და ძვირად, ვიდრე ეს მანქანა ღირს.

ესე იგი თქვენ ყიდოლობთ ერთხელ უკვე დაშლილ და აწყობილ „ახალ ავტომობილს“.

სანამ სხვაგან შეიძენთ სუზუკის ავტომობილს, იკითხეთ სუზუკის ცენტრში მათი ქარხნული სპეციფიკაცია და აღარ დაუშვებთ შეცდომებს.
ჩვენთან კიდევ ბევრ რჩევას მიიღებთ და რაც მთავარია ახალი, ქარხნული ავტომობილის შეძენის საშუალება გექნებათ.
ხოლო შეძენის შემდეგ მიიღებთ ისეთ სერვისს, რომელსაც ვერც ერთი გრეი დილერი ვერ გაგიწევთ.

სუზუკის ცენტრის ადმინისტრაცია.

 
under construction

 

 
 
 

 

საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი