ENG | GEO
 
photo gallery
 
 
 
 
 

კომპანია სუზუკი წარმოგიდგენთ სრულიად ახალ მოდელს - SX4 სედანს, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით და მაღალი კომფორტულობით. ამ მოდელს რამოდენიმე მიმზიდველი თავისებურებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია ფართო სალონი, რაც მიღწეულია სუზუკისთვის დამახასიათებელი მაღალი ჭერის გამოყენების ხარჯზე, რაც სუზუკის სხვა მოდელებისთვისაც ასევე ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა.

თუმცა SX4 სედანი მხოლოდ კომფორტს კი არ გვთავაზობს, ავტომობილი გამოირჩევა საუკეთესო საექსპლოატაციო მაჩვენებლებითაც, რაც მას მემკვიდრეობით ერგო SX4 ჰეჩბექისაგან,რომელიც თავის მხრივ საყოველთაოდ აღიარებული მოდელის - სვიფტის ბაზაზე შეიქმნა.

ამავდროულად SX4 სედანი, ისევე, როგორც სუზუკის ყველა ავტომობილი, თავის თავში აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და კომპაქტური ავტომობილების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერის - სუზუკის ტრადიციებს. იგი სრულად გამოხატავს "ცხოვრების სტილის" სუზუკისეულ ფილოსოფიას: მართვისგან მიღებული სიამოვნება, მოხმარებით გამოწვეული სიხარული და ფლობით განცდილი სიამაყე.

 

 

 

 
 

 

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი