• მუქ ტონალობაში შესრულებული მდიდრული სალონი; • მძღოლის ერგონომიული სავარძელი; • აუდიოსისტემა 8 დინამიკით.
ამოცანა, რომელიც იდგა სუზუკის დიზაინერების წინაშე იყო შეექმნათ ელეგანტური და პრაქტიკული ინტერიერი. რუხ ტონებში შესრულებული დეტალები მდიდრულ აურას ქმნის, ისინი სასიამოვნოა შესახედადაც და შეხებისთვისაც. ხელსაწყოების მომრგვალებული დაფა მაღალ ჭერთან შეხამებაში კი სალონში სივრცეს ზრდის.
საკონტროლო ხელსაწოების და მართვის საშუალებების ერგონომიული განლაგება მათი გამოყენების სიმარტივესა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს.
• მაღალი ჭერის და კარების გააზრებული კონსტრუქციის წყალობით მოხერხებული ჩაჯდომა - გადასვლა;
SX4 სედანზე გამოიყენება მაღალი ჭერი, რაც ამ მოდელის დიზაინის ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს, თუმცა ასევე დამახასიათებელია სუზუკის სხვა მოდელებისთვისაც. იმისათვის, რომ დაეცვათ ბალანსი მაქსიმალურად კომფორტულ სალონს (რომელიც ავტომობილის შიდა სივრცის სრულად და ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა) და ელეგანტური გარე სილუეტს შორის, ავტომობილის საერთო სიმაღლედ 1545 მმ შეირჩა, რამაც მძღოლს შეუქმნა იდეალური პოზიცია სწორად ჯდომის, საუკეთესო ხილვადობისა და ავტომობილში მოხრის გარეშე ჩაჯდომისათვის.
უკანა სავარძლები წინებზე მაღლაა განთავსებული, რაც ერთდროულად სალონის უკანა ნაწილის მგზავრებს სივრცესაც მეტს უქმნის და წინა ნაწილის მგზავრებთან კომუნიკაციასაც უადვილებს.
|