ENG | GEO
 
photo gallery
 
  საექსპლოატაციო მაჩვენებლები
 
 
 

• თანაბარი, რბილი სვლა, რომელიც უზრუნველყოფს     თუნდაც ხანგრძლივი მგზავრობის კომფორტულობას;
• ხისტი ძარა მაქსიმალურად ზრდის სავალი ნაწილის საექსპლოატაციო მაჩვენებლებს;
• 1.6 ლიტრიანი VVT და 2.0 ლიტრი მოცულობის 4   ცილინდრიანი ძრავები იდეალური საექსპლოატაციო   მახასიათებლებით.

სუზუკი სვიფტმა მრავალი პრიზი მიიღო საუკეთესო მართვადობის გამო. SX4 ჰეჩბექს მისგან ეს თვისება მემკვიდრეობით ერგო, რასაც უფრო მეტი სტაბილურობის განცდა დაემატა, სედანმა კი ეს ყოველივე სვლის კომფორტულობითა და დინამიურობით შეავსო.

SX4 სედანს ისეთივე ხისტი ძარა აქვს, როგორიც ჰეჩბექზე გამოიყენება. მაქფერსონის ტიპის წინა ამორტიზატორები და ერთიანი უკანა ძელი 15 დუიმიან დისკებთან და განიერ საბურავებთან ერთად სტაბილურობის და სვლის კომფორტულობის საუკეთესო ბალანსს იძლევა.

სამუხრუჭე სისტემა აღჭურვილი 10 დუიმიანი გამაძლიერებლით, 1.6 ლიტრიანი ძრავი გაზის განაწილების ფაზების ცვლის ელექტრონული სისტემით (VVT) ერთდროულად ეკონომიურიცაა და ამასთანავე მაღალი მბრუნავი მომენტის ხარჯზე სიმძლავრითაც გამოირჩევა. რაც შეეხება 2.0 ლიტრიან ძრავს, იგი ნებისმიერი მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მძღოლის მოთხოვნილებებს თავისუფლად დააკმაყოფილებს.

ავტომობილები აღჭურვილია 5 სიჩქარიანი მექანიკური ან 4 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებით.

 
 

 

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი