• პასიური უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული ძარა; • ფრონტალური უსაფრთხოების ბალიშები; • თვლების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა ABS ელექტონული განაწილებით EBD; • სავარძლის სიმაღლით გაუმჯობესებული ხილვადობა;
ავტომობილის ხისტი ძარა შედგება გაძლიერებული სამგზავრო კაბინისგან, რომელიც მოთავსებულია წინა და უკანა დაპროგრამირებული დეფორმაციის ზონებს შორის. გვერდითი შეჯახებებისგან დასაცავად წინა და უკანა კარებებში ჩასმულია ფოლადის კოჭები. 3 წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები, ისევე როგორც 2 ფრონტალური უსაფრთხოების ბალიში, სტანდარტულია ყველა კომპლექტაციისთვის.
გატაცების რისკის შესამცირებლად ავტომობილი აღჭურვილია იმობილაიზერით.
SX4 სედანს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს მაღალი კლირენსი, რომელიც 16,5 სმ-ს შეადგენს, რაც ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.
|