ENG | GEO
 
photo gallery
 
 მნიშვნელოვანი თემა
 
 
 

ახალი სვიფტი სუზუკის მიერ ავტომობილების წარმოების მიმართ ახლებური, გლობალური მიდგომის შედეგად შეიქმნა. თავიდანვე იაპონური ინჟინერ-დიზაინერთა გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროპელ სპეციალისტებთან, რათა სუზუკის ისტორიაში საუკეთესო კომპაქტური ავტომობილი მიეღოთ. მაგრამ სვიფტი არა მხოლოდ იაპონური სტანდარტებით დამზადებული ევროპული ტიპის „ კომპაქტია“, არამედსრულიად ახალი მიმართულებაა დიზაინში და ამავდროულად კომპანიის უნიკალური დნმ-ის მატრებელიცაა. კომპანიისა, რომლის წარმატებაც როგორც ავტომწარმოებლის უკანასკნელ წლებში გაიტოლდა მოტოციკლების მწარმოებლის „ტოპ ბრენდის“ რეპუტაციას.

მოგეხსენებათ, თანამედროვე ცხოვრება თავის პირობებს გვკარნახობს: მოზღვავებულ საქმეებს თავი რომ გავართვათ, საჭიროა მანევრირება და მობილურობა. რა გვეხმარება გადაჭედილ ქალაქში ავტომობილით მოძრაობისას? რა თქმა უნდა საჭესთან კომპაქტურობის და თვითდაჯერებულობის შეგრძნება. სწორედამ ემოციას გთავაზობთ ახალი სუსზუკი სვიფტი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისეთი ისეთი ღირსებების შენარჩუნებით, როგორიც არის პრაქტიკლობა, საიმედოობა და ფასი- ხარისხის ოპტიმალური თანხვედრა, სვიფტმა შეიძინა ახალი ნიშან-თვისებები- კომფორტულობა დამართვისაგანმიღებული სიამოვნება. სვიფტის თითოეულ მფლობელს შეუძლია ცხოვრების და მართვის აქტიური სტილით დატკბეს და ამავდროულად ეკონომიური და პრაქტიკული ავტომობილი იყოლიოს. სწორედ ეს გახდლდათ სუზუკის ძირითადი ამოცანა ამ მოდელისთვის.

 

 
 

 

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი