| |
მიუხედავად იმისა, რომ სვიფტი მიეკუთვნება კომპაკტური ავტომობილების კლასს, შიდა სივრცის სწორი განაწილების ხარჯზე იგი მაინც 5 მგზავრს და მათ მცირე ზომის ბარგს თავისუფლად იტევს. სვიფტში ჩაჯდომისთანავე შენიშნავთ საოცარ მრავალფუნქციურობას. აქ ყველაფერი ტქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა სამაგრების, თაროებისა თუ ჯიბეების სიმრავლე. ჰაერის კონდიცირების სისტემა სტანდარტული ოპციაა, რათა მგზავრებმა ნებისმიერ ამინდში თავი კომფორტულად იგრძნონ და სრულად გამოიყენონ მყუდრო, უხმაურო სალონის უპირატესობები.
აუდიო სისტემისმართვის ღილაკენბი საჭეზეა განლაგებული, რაც არამარტო მოძრაობის დროსაა მოსახერხებელი, არამედ უსაფრთხოების დამატებითი ელემენტიცაა, ვინაიდან მძღოლს არ უხდება გზიდან ყურადღების გადატანა.
|