ENG | GEO
 
photo gallery
 
 მნიშვნელოვანი თემა
 
 
 

უსაფრთხოება დიზაინთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანი თემა იყო ავტომობილის შექმნისას. EURO NCAP- ის ტესტ შედეგებისმიხედვით სვიფტს თავის კლასში უმაღლესი უსაფრთხოების რეიტინგი აქვს.

ახალი სვიფტი დგას ახალ პლათფორმაზე, გაძლიერებული ძარით. ძარის ასეთი სიმყარე ამცირებს გზიდან შემოსულ ხმაურს და უზრუნველყოფს უფრო თანაბარ და წყნარ სვლას. სვიფტს თავის კლასში ყველაზე გრძელი გრძივი და განივი თვლებს შორის ბაზა აქვს, რის ხარჯზეცავტომობილი გამოირჩევა კარგი მანევრირებით და კურსის შენარჩუნების უნარით. მაღალი სიმტკიცის ფოლადი და წინა-უკანა კარებებში ჩამონტაჟებული დამცავი ძელები კი მაქსიმალურად ზრდის პასიურ უსაფრთხოებას და იცავს მძღოლსა და მგზავრებს.

ახალ მოდელში გამოიყენება სამუხრუჭე სისტემის გაუმჯობესებული კონსტრუქცია, რომელიც სამუხრუჭე ცილინდრების მეტ სიმკვრივეს უზრუნველყოფს. სვიფტი აღჭურვილია უსაფრთხოების აქტიური სისტემებით ABS(თველბის ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა) და EBD ( სამუხრუჭე ძალების ელექტრონული გადანაწილება). სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 2 ფრონტალური უსაფრთხოების ბალიში, ამას გარდა, თავად სალონის კონსტრუქცია ისეთია, რომ შეუძლია დარტყმის ენერგიის შთანათქმა და ძარაზე გადანაწილება, რაც გამორიცხავს სერიოზულ დეფორმაციებს.

წინა სავარძლებისთვის გამოიყენება 3 წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები წინასწარდაჭიმულობის შემაკავებელი ძალის შემზღუდავი ფუნქციებით. უკანა სავარძლებისთვისაც 3 წერტილიანიღვედებია გათვალისწინებული. ხოლო პატარა მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ISO FIX სისტემა ფიქსატორებით, საბავშვო სავარძლის მარტივად დასადგმელად და უკანა კარებში სპეციალური საკატები, რომლებიც არ მისცემს ბავშვს დამოუკიდებლად კარის გაღების საშუალებას.

 
 

 

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი