SX4 ჰეჩბექი საქართველოს ბაზარზე შემდეგი ვერსიებით არის წარმოდგენილი: 1.6ლ ბენზინის ძრავით, მექნიკური კოლოფით და 2.0ლ ბენზინის ძრავით როგორც მექანიკური ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფებით.
1.6 ლიტრიანი ძრავი 4 ცილინდრიანია VVT გაზისგანაწილების ფაზების ცვლილების ელექტრონული სისტემით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ მბრუნავ მომენტს მუხლა ლილვის ბრუნების ფართო დიაპაზონზე. ძრავს აქვს არამომსახურებადი ჯაჭვი. ანალოგიური ჯაჭვით არის აღჭურვილი 2.0 ძრავი, რომელიც 143 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ყველაზე მზლავრია ამკლასის ავტომობილებში.
აღსანიშნავია, რომ სუზუკის ეს მოდელი მონაწილეობას იღებს WRC რალის მსოფლიო ჩემპიონატში, ამიტომ სამოქალაქო ვერსიის კონსტრუქტორები რეალურ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა ნიუანსების შესახებ რბოლებიდან, რაც შესაბამისად აისახება სერიულ წარმოებაზე.
|