| |
სპორტული “X-over” („ქროსოვერი“), SX4 სუზუკის მესამე მოდელია გრანდ ვიტარას და სვიფტის შემდეგ იმ სტრატეგიული ხაზიდან, რომლის მთავარი თემაა „სპორტული“. იგი შეიქმნა “Suzuki Motor Corporation” და “ Fiat Auto S.p.A.” ერთობლივი მუშაობის შედეგად. სუზუკიმ აიღო ინიციატივა ამ პროექტზე, კონცეფტ-ქარიდან მასიურ წარმოებამდე, ხოლო იტალიურმა მხარემ შეიმუშავა ავტომობილის დიზაინი. მისი ავტორია ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო. “X-over” კონცეფციით SX4 აერთიანებს აბსოლიტურად ახალ მოდელში, სუზუკი სვიფტში განხორციელებულ ინოვაციებს და კომპაქტური სპორტული ყველგანმავალის- გრანდ ვიტარა-ს ტრადიციებს. ავტომობილის დასახელება შემდეგნაერად შეგვიძლია განვმარტოთ: S აღნიშნავს სპორტს, X- თავად ამ ჯვარედინა კონცეფციას, 4-იანი კი წელიწადის 4-ივე დროს გულისხმობს, რადგან აქტიური ადამიანი საკუთარი ავტომობილით მგზავრობს მაშინ, როდესაც ეს მას მოესურვება ამინდის და სეზონის მოუხედავად..
ავტომობილი სრულიად გამოხატავს სუზუკის სლოგანის „სუზუკი- ცხოვრების წესი“ მთელ შინაარსს: შეხედულებითაც და მოქმედებაშიც ელეგანტური და დინამიური, ეს 5 კარიანი ჰეჩბექი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ და უყვართ ავტომობილის მართვის აქტიური სტილი.
|