ახალი SX4-ის სალონი შემუშავდა უკვე მანამდე აპრობირებული და ეფექტური სვიფტისა და გრანდ ვიტარას ინტერიერის შექმნის მეთოდიკის მიხედვით. ავტომობილი გათვლილია 5 სამგზავრო ადგილზე. უკანა სავარძლები წინებზე ოდნავ მაღლაა განლაგებული, რაც უკანა მგზავრებს გაუმჯობესებულ ხილვადობას უზრუნველყოფს და დამატებით სივრცეს უქმნის ფეხებისთვის. ეს სავარძლები 60:40 შეფარდებით იკეცება, საბარგულის მოცულობა კი 270 ლიტრს შეადგენს.
ნებისმიერი მფლობელის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ახალი SX4-ის სალონში მრავალი სასიამოვნო დასასარგებლო წვრილმანია: სპეციალური შესანახი სათავსოები თუ სამაგრები და სადგამები მგზავრობის დროს საჭირო ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული ნივთებისთვის.
|