ENG | GEO
 
photo gallery
 
 
 
 
 

SX4 აღჭურვილია აქტიური და პასიური უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. თითოეული ავტომობილის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ABS (ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც დამუხრუჭების დროს თვლების ბლოკირებას გამორიცხავს და მძღოლს უნარჩუნებს მართვის შესაძლებლობას), EBD - სამუხრუჭე ძალების ელექტრონული გადანაწილება თვლებს შორის და Brake Assist -სამუხრუჭე სისტემის გამაძლიერებელი, რომელიც უზრუნველყოფს წამიერ ბოლომდე დამუხრუჭებას ექსტრემალურ, საავარიო სიტუაციაში, როდესაც მძღოლის მიერ პედალზე მკვეთრი დაწოლა არ არის საკმარისი.

პასიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავტომობილში სტანდარტულად დამონტაჟებულია 2 ფრონტალური უსაფრთხოების ბალიში და უკან საბავშვო სავარძლების სამაგრი ISO FIX.

ავტომობილის ძარის კონსტრუქცია ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია პასიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. SX4 წინა ორმაგი მზიდი ძელი (სამკუთხა მინების ჩარჩო) და გაძლიერებული კაბინა საუკეთესოდ იცავს მგზავრებს და ამასთან ზრდის ავტომობილის მდგრადობას გზაზე მოძრაობისას.

 

 

 
 

.

 
 
 
საწყისი | ავტომობილები | მოტო | მომსახურება | კონტაქტი